ევროპელი ელჩები წალენჯიხის საოკუპაციო ხაზიდან ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი, რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუსი და დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელი მზევი ჯოჯუა ესტუმრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა, „არტ მეურნეობის“ სივრცეში შედგა და სტუმრებს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული და ვიცე მერი თამარ ბელქანია შეხვდნენ.

„შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა წალენჯიხის 35 ბაღს საჩუქრები გადასცეს.

ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა, რომ ის წალენჯიხაში საოკუპაციო, გამყოფ ხაზზე მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მის ევროპულ ორიენტირებს. რუმინეთის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და ევროპის თანამეგობრობის მხარდაჭერა.

პროექტი, რომელიც შეაჯამა დანიის ლტოლვილთა საბჭომ, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, გულისხმობს სწორედ აფხაზეთსა და სამეგრელო/წალენჯიხაში დიალოგს, დიალოგს ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორსა და ხალხს შორის. სწორედ დიალოგის ფორმაა ეკონომიკური დოვლათის შექმნის საწინდარი და განათლების სისტემის მხარდაჭერა, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებში პედაგოგთა მხარდაჭერა ტრენინგ სემინარებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება