ანა დოლიძე - ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს არაკომპეტენტური ხალხი, როგორ უნდა მოვთხოვოთ მათ რაიმე აზრიანი? სამწუხაროა, რომ ამხელა უწყებას ეს ხალხი მართავს. ისინი პარანოიკული შიშებით მოქმედებენ, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მათი თქმით, „ქართული ოცნება“ თავად ატრიალებს შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის.

„ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ატრიალებენ შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის. ახლახან ვიწია ჯაფარიძის [ვიქტორ ჯაფარიძე] ახლობელმა 17 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, სახელმწიფო მაგათთვის არის მეწველი ძროხა და ამის დასაცავად იბრძვიან ესენი, ამის ხარჯზე კი ხალხი გარბის ქვეყნიდან. „ქართულ ოცნებას” წარმოდგენა აქვთ, რომ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირშიც ასე არიან კონსპირაციაში და ალბათ, ამის ეშინიათ. სინამდვილეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს არაკომპეტენტური ხალხი, როგორ უნდა მოვთხოვთ მათ რაიმე აზრიანი? სამწუხაროა, რომ ამხელა უწყებას ეს ხალხი მართავს. ისინი პარანოიკული შიშებით მოქმედებენ“,- განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს