სალომე სამადაშვილი - აშშ-მა ნათელი გახადა, რომ თუ საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმების მცდელობა არ შეწყდება, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არ გვაქვს - საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ ტერორის დღე მოაწყო, ეს რუსეთის დავალებაა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ნათელი გახადა, რომ თუ არ შეწყდება საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმების მცდელობა რუსული რეჟიმის მიერ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების არანაირი შანსი არ გვაქვს,- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან 2 დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა მოეწყო მორიგი ტერორის დღე, როდესაც „შევარდნენ სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში“.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ნათელი გახადა, რომ თუ არ შეწყდება საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმების მცდელობა რუსული რეჟიმის მიერ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების არანაირი შანსი არ გვაქვს.

ამის საპასუხოდ, ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან 2 დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა, მოეწყო მორიგი ტერორის დღე, როდესაც დღეს შევარდნენ სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში.

ეს არის რუსეთის დავალება. რუსეთის დავალებაა გაკეთდეს ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ელოდება დასავლეთი. რუსეთის ინტერესში არ არის დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა, პირიქით მათი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სრული იზოლაცია. სწორედ ამ დავალებას ასრულებს ივანიშვილის რეჟიმი. ყოველ ჯერზე, როდესაც იღებს გაფრთხილებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს რომ უზრუნველყოს საქართველოს სრული იზოლაცია დასავლეთისგან. ეს არის მოღალატე, რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელიც რუსულ დავალებას ასრულებს“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა