თეა წულუკიანი - კომისიის დასკვნაში ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არა, ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალა იყო, რომელმაც არ დაინდო ჯარი, პატიმარი, ქალი, ბავშვები

კომისიის დასკვნაში ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალა იყო, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვები, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას პლენარულ სხდომაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

წულუკიანის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც მისი გუნდის წევრები, საქართველოს ისტორიაში, როგორც „დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ შევლენ“.

„ამ დასკვნის შედეგი იქნება მრავალნაირი. ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, საქართველოს ისტორიაში უკვე დოკუმენტურადაც ვეღარ შევა იმად, რადაც მათ უნდოდათ, რომ საკუთარი თავი მცდარად შეეყვანათ. ის ვეღარ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული სახელმწიფოსთვის ამაგის დამდები, თუ როგორც თავად ამბობს, ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, რაც თავისთავად, ტყუილი იყო. ყოველ შემთხვევაში, თუ იმ იმედს გაამართლებდა, რითაც ის ხალხმა თავიდან აღჭურვა, პოზიტიურად მაინც შეეძლო შესულიყო ქართულ ისტორიაში. ის ვერ შევა საქართველოს ისტორიაში როგორც დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვერც მისი გუნდის წევრები და არა მხოლოდ. ჩვენი მიზანია, რომ ფაქტებზე დაყრდნობით და არა იმაზე, მე რა მგონია, ან თქვენ რა შეიძლება გეგონოთ, ან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს რა წარმოუდგენია. არამედ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ ეს ჯგუფი, კრიმინალური ბანდა, აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ეს რეალურად იყო ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალაა, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვები. ბავშვებით იყო ქართული ციხე გადატენილი. არავინ არ დაინდო, რეალურად. არ დაინდო საკუთარი სამშობლო, გაწირა, ტერიტორიები დაკარგა, კიდევ უფრო გაამყარა მტერი სახელმწიფოს, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ინტერესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ა.შ. ეს ყველაფერი ისტორიულად დარჩება ჩვენი პარლამენტის არქივში“,- განაცხადა წულუკიანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს