ეკა გიგაური - ადამიანების დახმარება დღეს საქართველოში დასჯადი ხდება, ეს არის ის, რასაც ივანიშვილის „ქართული ოცნება“ აკეთებს

ადამიანების დახმარება საქართველოში დასჯადი ხდება - ეს არის ის, რასაც ივანიშვილის „ქართული ოცნება“ აკეთებს, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

მისივე თქმით, ფონდები მიმართული იყო კონკრეტულ ადამიანების დახმარებისკენ.

„ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული. ფაქტობრივად, ადამიანების დახმარება საქართველოში დასჯადი ხდება. ეს არის ის, რასაც აკეთებს ივანიშვილის „ქართული ოცნება“. ის, რომ ჩვენ, ქართველები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ გასაჭირში, ის რომ ფონდები ეხმარება ბევრ ადამიანს, რომელიც ძალიან რთულ სოციალურ პირობებშია, არ აქვს შესაძლებლობა უმკურნალოს ოჯახის წევრს, დაიქირაოს ადვოკატი. ეს ფონდები მიმართული იყო იქითკენ, რომ დავხმარებოდით კონკრეტულ ადამიანებს. ადამიანების დახმარება დღეს საქართველოში დასჯადი ხდება. ეს არის ის, რასაც ივანიშვილის „ქართული ოცნება“ აკეთებს“, - აღნიშნავს გიგაური.

ცნობისთვის, დღეს, დილას, პროკურატურის წარმომადგენლებმა აქტივისტების - მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს. უწყება ამ დრომდე ატარებს ჩხრეკას „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება