ნინო ლომჯარია - ვერცერთი რეჟიმი ვერ გადაგვიწყვეტს, დავეხმაროთ თუ არა ჩვენს თანამოქალაქეებს, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ - პასუხს აგებენ პირები და უწყებები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკურ რეპრესიებში

ვერავინ ამ ქვეყანაში, ვერცერთი რეჟიმი ვერ გადაგვიწყვეტს, დავეხმაროთ თუ არა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ციხეში და მათ ოჯახებს. ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ , - ასე ეხმაურება „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორი ნინო ლომჯარია რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარე გამოძიება არ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

„პასუხი მოეთხოვებათ სამართლებრივად და პასუხს აგებენ პირები, ის უწყებები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკურ რეპრესიებში, ვინაიდან მიმდინარე გამოძიებას არ აქვს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი. ეს პირველ რიგში იციან ამ უწყებების წარმომადგენლებმა და ამიტომაც იყო, რომ დღეს მხოლოდ ერთმა უწყებამ ვერ გაბედა შესულიყო ჩხრეკის ჩასატარებლად. სრულიად გაუგებარი სამართლებრივი პროცედურა იყო, როდესაც რამდენიმე უწყების წარმომადგენელი ერთდროულად მონაწილეობდა მოქალაქეების ჩხრეკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი უწყება ვერ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და მათ უნდათ, რომ ყველა უწყება იყოს თანამონაწილე დანაშაულის და არა კონკრეტული უწყება. ეს მათ შიშებზე მიანიშნებს და ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და კრიმინალს და უნდათ, რომ იყვნენ თანამონაწილეები კრიმინალში და ყველამ ერთად აიღოს პასუხისმგებლობა.“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს