სახალხო დამცველი გაერო-ს განვითარების კოორდინაციის ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გაეროს განვითარების კოორდინაციის ოფისის რეგიონულ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გვი იოპ სონს და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტრებიუკს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მიმდინარე პროცესებში სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი მიმოიხილეს. ისაუბრეს ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და გაეროს სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხებზეც.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მდგრადი განვითარება/გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების (UNSDCF) პარტნიორობისა და პროგრამის ოფიცერი ფიორალბა შკოდრა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელი ანნა პლატონოვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს