ანა დოლიძე - კორუმპირებულ ბანდას მხოლოდ “იცურე მშვიდად” პროექტი გადაწონის

კამპანიის “იცურე მშვიდად” შედეგად ჩვენ ათობით ბავშვი დავიცავით და ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია თბილისის ზღვაზე უსაფრთხო გავხადეთ, - ამის შესახებ კოალიცია “ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ალეკო ცქიტიშვილის პირადი ტრაგედიის მიუხედავად, სწორედ მისი ბრძოლის შედეგად შემოიფარგლა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია.

“2018 წელს, ალეკო ცქიტიშვილთან ერთად დავიწყე კამპანია “იცურე მშვიდად”, რომლის ფარგლებში შევიმუშავეთ რეკომენდაციები და წარვუდგინეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მათ წყლის ობიექტებთან დაკავშირებით. ამ კამპანიის მიზანი იყო ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში სიკვდილიანობა შეგვემცირებინა. ალეკო ცქიტიშვილის ბრძოლის შედეგად შემოიფარგლა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია. მისი პირადი ტრაგედიის მიუხედავად, მან იბრძოლა სხვა ბავშვებისთვის და ე.წ. სიკვდილის ზონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე შემოიფარგლა. ამის შედეგად ჩვენ ათობით ბავშვი დავიცავით და გავხადეთ ეს ტერიტორია უსაფრთხო. “ქართულ ოცნებას” ეს არ აინტერესებს და ასეთ ადამიანებს ერჩის. კორუმპირებულ ბანდას მხოლოდ “იცურე მშვიდად” პროექტი გადაწონის”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს