ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები სასაწყობე ფართების იმ ნაწილის დაცლას ცდილობენ, სადაც ამ დროისთვის ხანძარი გავრცელებული არ არის

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები პირველ კომენტარს აკეთებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა.

“სულ ყველაფერი დაიწვა, არაფერი დარჩა. კოშმარი იყო ისეთი დაკვამლიანება იყო. მეორეული ტანსაცმლის ნაწილიც დამწვარია. ერთიანად არის გაჩენილი ხანძარი. ისეთი შავი კვამლი გამოდიოდა….”, - აღნიშნავენ მოვაჭრეები.

მათივე თქმით, ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

“როდესაც მოვედი, 06:15 საათი იყო. დავრეკეთ მალევე სამაშველო სამსახურში. ხანძარი მალე გავრცელდა”, - აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე.

როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.

ამ წუთებში მოვაჭრეები ცდილობენ სასაწყობე ფართების ის ნაწილი დაცალონ, სადაც ხანძარი არ არის.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!