კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ვაგზლის ბაზრობის მიმდებარედ ხანძრის გამო კლინიკის ჟანგბადის ქარხანას პრობლემა შეექმნა, რის გამოც 93 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს

კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის, არჩილ ხანთაძის განცხადებით, ვაგზლის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო ჟანგბადის ქარხანას შეექმნა პრობლემა, რის გამოც 93 პაციენტი გადაიყვანეს ინგოროყვაში, „პინეოსა“ და ალადაშვილში.

მისივე თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტები რეანიმობილით გადაიყვანეს კლინიკაში, ნაწილი კი სასწრაფოს მანქანით.

„დღეს, 06:30-ზე შემოვიდა ზარი, რომ „ბორჯომის ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი. იმ დროისთვის კლინიკაში იმყოფებოდა 93 პაციენტი. პრობლემა შეექმნა ჩვენს ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს, გენერატორებს, ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ყველა პაციენტი ოპერატიულად გადავიყვანეთ. ჯანდაცვის მინისტრიც ჩვენთან ერთად არის. მადლობა 112-ს, შსს-ს. 1 საათში მოხდა ყველა პაციენტის გადაყვანა ინგოროყვაში, „პინეოში“ და ალადაშვილის კლინიკაში. ყველა პაციენტი კარგად არის, არავის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე. ზოგი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანიმობილით, დანარჩენი სასწრაფოს მანქანით გადავიყვანეთ“, - აღნიშნა ხანთაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!