სემეკში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ახლად შექმნილ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის (წმო) გამგეობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სემეკის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სემეკსა და წმო-ს შორის კომუნიკაციის გაღრმავება, არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება და რეგულირების პროცესში წმო-ს აქტიური ჩართულობა.

„შეხვედრაზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სემეკის მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია 2024 წელს მელიორაციის სექტორში განხორციელებულ ძირითად სიახლეებთან დაკავშირებით. ამასთანავე, გაიმართა მსჯელობა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კომისიას გააცნეს ხედვები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებაზე, გამოწვევების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სემეკი მხარს უჭერს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, შესაბამისად გააგრძელებს წმო-ს გამგეობის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს