გიორგი აბდალაძე - ვიღაცები სტატუსებს წერენ 37 წელიაო - 37 წელი იყო ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს, რაც არ ჩაგვიდენია

„ფეისბუქზე“ ვიღაცები სტატუსებს დებენ, 37 წელიაო და რაღაც - აი, 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.

აბდალაძემ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეცვალა.

„დღევანდელ დღეს მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ყოველთვის მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში დღეს, ჩათვალეთ, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა, საპატიმროშიც და ისეც. ამისთვის მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს