ირაკლი კობახიძე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს