გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციის შექმნას მხარი დაუჭირა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციის შექმნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ კენჭისყრა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა პარტიის 358 000 წევრიდან 56%-მა მიიღო მონაწილეობა.

ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციურ შეთანხმებას მხარი კენჭისყრაში მონაწილე „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრების 84.6%-მა დაუჭირა, ხოლო 15.4%-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ცნობისთვის, ორშაბათს ორი პარტიის მიერ შემუშავებული კოალიციური შეთანხმება „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ დაამტკიცა. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს გერმანიის პარლამენტი ქვეყნის კანცლერად 6 მაისს აირჩევს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს