ალექსანდრ სირსკი - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა გააძლიერეს

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა გააძლიერეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„მაისის დღესასწაულების დროს ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნის შესახებ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა, განსაკუთრებით პოკროვსკის მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.

მისი თქმით, რუსული ძალები უკრაინელთა დაცვის ხაზების გარღვევასა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიღწევას ცდილობენ.

„ამ მიზნით, რუსეთის სარდლობა ყოველდღიურად ახალ დანაყოფებსა და ჯარისკაცებს სიკვდილისთვის აგზავნის და მოჩვენებითი წარმატებების შესახებ აცხადებს“, - აღნიშნა სირსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს