შს სამინისტრო საქართველოს შრომით ბაზარზე უცხოელი მიგრანტების დასაქმების საკითხის რეგულირების მიზნით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს

შს სამინისტრო საქართველოს შრომით ბაზარზე უცხოელი მიგრანტების დასაქმების საკითხის რეგულირებაზე მუშაობს და ახლო მომავალში შრომითი მიგრაციის თემაზე პარლამენტში სპეციალური ინიციატივის წარდგენას გეგმავს.

როგორც შს მინისტრი მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის სამი კომიტეტი გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, არის შემთხვევები, როცა სამუშაოს ქართველი დასაქმებული კარგავს და მის ადგილს უცხოელი იკავებს. დარახველიძის თქმით, “ეს საქართველოს მოქალაქეების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“.

“ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული შემოთავაზება გვექნება, თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა.

იმის გამო, რომ კანონმდებლობა ამ ნაწილში გაუმართავია, დადგა შემთხვევები, როცა სამუშაოს ქართველი დასაქმებულები კარგავენ და მის ადგილს უცხოელი იკავებს. ამ დროს მას არანაირი მოთხოვნა არა აქვს ჩადებული და არც დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, რომ სახელმწიფოს აცნობოს. ამიტომ საკითხი მოწესრიგდება და პარლამენტს ცვლილებათა პაკეტს წარვუდგენთ. ეს მოგვცემს იმას, რომ იყოს კონტროლირებადი და იმ საფრთხის წინაშე არ დავდგეთ, რაც დღეს დგას.

მახსენდება, როდესაც ერთ-ერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ შრომით ბინადრობებს გაგვიხსნის, ოღონდ საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული ლიმიტი იქნება. თუ ასეთი მექანიზმები სხვა ქვეყნებს აქვს, ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს მოწესრიგებული?! საკითხი ჩვენი მოქალაქეების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, - განაცხადა დარახველიძემ.

დღეს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე