რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია, ეს შეიძლება ევროკავშირის წევრებსაც დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ

საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია, ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ევროპის სახალხო პარტიის” შეკრებაზე განაცხადა.

„საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერია ჩვენს კონტინენტზე. დღეს ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოსთვის წაგების ძალიან რეალური რისკის წინაშე ვდგავართ.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო წლებია შორდებოდა ევროპას, მაგრამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ვარდნის ახალი თავი დაიწყო. სასტიკი რეპრესიები, ძალადობა, დაპატიმრებები - ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდან.

თავის დროზე ევროპის სანდო პარტნიორი საქართველო პუტინის მარიონეტად იქცევა. ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველისთვის, არამედ სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვაა შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებულად მიტაცების მაგალითია. ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ.

საქართველოს „დე-ბიძინიზაცია“- ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში ჩვენი ინვესტიციაა. ყოველმა ქვეყანამ, რომელიც ევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს