თინა ბოკუჩავა - ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებასა და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე

ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ კონგრესზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას ეხმაურება.

ბოკუჩავას თქმით, ყველაზე გავლენიანი ევროპული პარტიის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

„ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ჩვენ ყველა ამ ადამიანს შევხვდით იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი.

რეზოლუცია მოითხოვს სასანქციო პოლიტიკის გაფართოებას იმისთვის, რომ შევაკავოთ რუსული რეჟიმი და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე, ამისთვის უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საუბარია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ამიტომ ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს