საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზების ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას აგრძელებს და მათ ლოიალური მომხმარებლების მოზიდვაში უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს კიდევ ერთი ფუნქციონალი — მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზება დაემატა.

მას შემდეგ, რაც ბიზნესი Ads მენეჯერში გასააქტიურებელ შეთავაზებას (ფასდაკლება, ქეშბექი ან PLUS ქულების დაგროვება) შექმნის, იგი საქართველოს ბანკის მობილბანკში გამოქვეყნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აღნიშნული შეთავაზება ღილაკზე თითის დაჭერით უნდა გაააქტიუროს.

აქტივაციის შემდეგ, შეთავაზება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ბიზნესებს Ads მენეჯერში ამ ტიპის შეთავაზების შექმნისას შესაძლებლობა აქვთ, დააწესონ აქტივაციის მაქსიმალური რაოდენობა, (მაგ: ფასდაკლებით სარგებლობა შეძლოს მხოლოდ 500-მა მომხმარებელმა), რომლის მიღწევის შემდეგ, შეთავაზება შეწყდება.

„საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი მუდმივად განახლებადი პლატფორმაა და ვამაყობთ, რომ მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. ახლახან მას არაერთი საინტერესო ფუნქციონალი დავამატეთ. გასააქტიურებელი შეთავაზების მეშვეობით კი ბიზნესებს შესაძლებლობა მივეცით, ზუსტად გაიგონ, სასურველი სამიზნე აუდიტორიიდან რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა შეთავაზებით, ამასთან, ლიმიტის დაწესებით, მისი მასშტაბურობა განსაზღვრონ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც Ads მენეჯერის, ისე ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული სხვა ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებას“, - ამბობენ საქართველოს ბანკში.

გაიგეთ მეტი Ads მენეჯერის შესაძლებლობების შესახებ და ისარგებლეთ პლატფორმით ამ ბმულიდან. ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება დირექტორმა უნდა მიანიჭოს.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის