მარკო რუბიომ ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდა

მარკო რუბიომ ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს ესაუბრა.

„სახელმწიფო მდივანმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარში პაჰალგამში მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოხატა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ს მიერ ინდოეთის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მარკო რუბიომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შეჰბაზ შარიფს ქაშმირში მომხდარი თავდასხმის გამოძიების პროცესში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„მარკო რუბიომ პაკისტანს ინდოეთთან დაძაბულობის დეესკალაციის, პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენისა და სამხრეთ აზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად თანამშრომლობისკენ მოუწოდა“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს