კიტ კელოგი - უკრაინა ტერიტორიების დე ფაქტო დათმობისთვის მზად არის

უკრაინა ტერიტორიების დე ფაქტო დათმობისთვის მზად არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინელები მზად არიან დათმონ ტერიტორიები, რომლებიც რუსების მიერ არის ოკუპირებული, არა დე იურე, ანუ სამუდამოდ, არამედ დე ფაქტო, რადგან ეს მიწები ფაქტობრივად რუსების მიერ არის ოკუპირებული. ისინი ამას დათანხმდნენ და ეს გასულ კვირას მითხრეს“, - განაცხადა კელოგმა.

კიტ კელოგმა გასულ კვირას ლონდონში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ 22 კონკრეტული პირობა გვქონდა, რომელსაც ისინი დათანხმდნენ. პირველ რიგში, რაც მათ სურთ, არის ყოვლისმომცველი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა, რაც სამშვიდობო შეთანხმებამდე მიგვიყვანს. ვგულისხმობ ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში“, - აღნიშნა კელოგმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს