მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყება.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, რომლითაც მოხდება დაფინანსების მოდელების შეცვლა, გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, სამიზნე მაჩვენებლები, რომელიც უნდა განახორციელოს დაწესებულებამ, ექიმმა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი სათანადოდ ასრულებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

„მთავრობის მიერ მიღებულია დადგენილება და დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. პირველადი ჯანდაცვის როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ძირითადად დაფინანსების მოდელების ცვლილება.

მეორე: მთლიანად მოხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის შედეგებზე ორიენტირება. გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, რომლითაც მოხდება დაფინანსების მოდელების შეცვლა, გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, სამიზნე მაჩვენებლები, რომელიც უნდა განახორციელოს დაწესებულებამ, ექიმმა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი სათანადოდ ასრულებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ძალიან ამბიციური გეგმაა, რადგან ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გამოკვლევების ძალიან მნიშვნელოვან სპექტრს, რომელიც დაემატება.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება მოსახლეობისთვის. ეს შედეგად მოიტანს, იმას, რომ ადრეულ სტადიაზე უფრო ეფექტურად მოხდება დაავადებების გამოვლენა, ვიდრე ამ დრომდე ხორციელდებოდა, სწორად დაკვალიანება მოხდება კონკრეტული პაციენტებისა და მათი მკურნალობის.

წარმატებული საქმიანობის გაზომვადი ინდიკატორებით შეფასების შემდეგ, კონკრეტულ დაწესებულებებს შეიძლება, გაუჩნდეს უფრო მაღალი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, ამასაც პოზიტიურად უყურებს სექტორი. პირველ ეტაპზე, პროგრამა განხორციელდება პილოტურ რეჟიმში. შერჩეული გვყავს 6 კონკრეტული დაწესებულება, რომელიც მოემსახურება პილოტურ რეჟიმში ახალ პროგრამას. სავარაუდოდ, მომდევნო წლის დასაწყისიდან, ამოქმედებადი იქნება ყველა დაწესებულებასთან მიმართებაში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება