კახა კალაძე კოალიციურ მთავრობაზე - ოპოზიციას ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები - ზურაბიშვილი მაშინ სჭირდებოდათ, როცა პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა, დღეს ვხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ

ოპოზიციას ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ, თვითონ სალომე ზურაბიშვილი მაშინ სჭირდებოდათ, როდესაც პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა და დღეს ვხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პლატფორმა საპარლამენტო არჩევნებისთვისა და კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ემზადება“.

კალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისი გეგმები აქვს.

„ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ, არანაირი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ხედავთ თუ როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ, თვითონ სალომე ზურაბიშვილი მაშინ სჭირდებოდათ, როდესაც მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა და დღეს, ვხედავთ თუ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. არ მაინტერესებს მათი განცხადებები და პლატფორმები, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს - ვემზადებით არჩევნებისთვის. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხისგან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ ისაუბრა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე და განაცხადა, რომ თუ აშშ „დიფ-სთეითს“ დაამარცხებს, ეს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზეც აისახება.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პროცესებს ვაკვირდებით, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ „დიფ-სთეითს“ დაამარცხებდა, პროცესი მიმდინარეობს, ჯერ „დიფ-სთეითი“ დამარცხებული არ არის, რომელსაც, ცხადია ღრმა ფესვები აქვს გადგმული არამარტო ჩვენს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დავაკვირდებით, რა, როგორ წარიმართება და თუ აშშ „დიფ-სთეითს“ დაამარცხებს, ეს ჩვენზეც და ჩვენს ურთიერთობებზეც აისახება.

აშშ-იც არსებობს პრობლემები და გამოწვევები, იქაც არსებობს, „დიფ-სთეითი“ თუ არსებობს. დაველოდოთ როგორ წარიმართება პროცესები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი