ირაკლი კუპრაძე - „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მას დაქვემდებარებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწია უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დანაშაულის აღიარება

„ქართულ ოცნებას“, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მას დაქვემდებარებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწია უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დანაშაულის აღიარება. იმ ცვლილებებით, რომელსაც ცესკო წარმოადგენს, დღეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი აღიარებს, რომ დარღვეული იყო კონსტიტუციური, მთავარი უფლება, რაც გულისხმობს საკუთარ თავში საარჩევნო ხმის ფარულობას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ამ არაღიარების პირობებში გაატარებს დამატებით ცვლილებებს, რაც არჩევნების ბათილად ცნობის მტკიცებულებაა.

„ქართულ ოცნებას“, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მას დაქვემდებარებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწია უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დანაშაულის აღიარება. იმ ცვლილებებით, რომელსაც ცესკო წარმოადგენს, დღეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი აღიარებს, რომ დარღვეული იყო კონსტიტუციური მთავარი უფლება, რაც გულისხმობს საკუთარ თავში საარჩევნო ხმის ფარულობას. ეს უფლება დარღვეული იყო, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ამ უფლების დარღვევა გამოიყენა ზეწოლისთვის, გაყალბებისთვის და მანიპულაციისთვის.

„ქართული ოცნება“ ამ აღიარების პირობებში გაატარებს დამატებით ცვლილებებს, რაც არჩევნების ბათილად ცნობის მტკიცებულებაა.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, თითოეული მსგავსი აღიარება არის ბრძოლის შედეგი, წინააღმდეგობის, საერთაშორისო პარტნიორებისადმი მოწოდებული ინფორმაციის, ეუთო/ოდირისადმი, რომელმაც შესაბამისი რეკომენდაციები გასცა შესაბამისი მძიმე კონსტიტუციური დარღვევების შესახებ. ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა რეაგირება მოეხდინა ჩვენს წინააღმდეგობაზე, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციაზე“,-აღნიშნა კუპრაძემ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკო-ს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება. ცესკო-ს განცხადებით, გარკვეული პირები ცდილობენ, აღნიშნულის ინტერპრეტირებას „26 ოქტომბრის არჩევნებზე თითქოსდა არსებული დარღვევების აღიარებად“.

როგორც ცესკო-ში განმარტავენ, საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირებაზე ცესკო-ს გადაწყვეტილება ფარულობის დარღვევებზე ბრალდებების აღიარებას არ ნიშნავს.

ინფორმაციისთვის, ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 29 აპრილის სხდომაზე გამოსცა განკარგულება ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის ფორმის, სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ასევე ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახის დადგენის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში