გიორგი ვაშაძე - მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი, რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა?

ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა? - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მთელი საქართველო უყურებს, როგორ ითხოვენ ჭიათურაში მაღაროელები ადამიანურ პირობებს, სამართლიან ხელფასს, უსაფრთხოებას და შრომის უფლებების დაცვას.

"მაღაროში დასაქმებული ადამიანების ნაცვლად 286 მილიონი ივანიშვილის “ქართუში” გადაირიცხა, რაც არის ხალხის პირდაპირი ძარცვა უღმერთოდ, ღიად და დაუფარავად.

მთელი საქართველო უყურებს, როგორ ითხოვენ ჭიათურაში მაღაროელები ადამიანურ პირობებს, სამართლიან ხელფასს, უსაფრთხოებას და შრომის უფლებების დაცვას. ეს არ არის პროტესტის პირველი დღე, ეს წლებია გრძელდება მაგრამ რეჟიმს არც ესმის და არც აღელვებს ჭიათურელი ხალხის ბედი. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა? ამ სიღარიბის და მძიმე სოციალური პირობების ფონზე რა ნამუსით მიგაქვს ხალხის და მაღაროელების კუთვნილი 286 მილიონი?

წლებია ვიცნობ ამ პრობლემას, არაერთხელ ადგილზეც ჩავედი, პარლამენტშიც არაერთხელ დამიყენებია ეს საკითხი ე.წ. მთავრობის წინაშე, მაგრამ ფაქტი ერთია, სანამ ივანიშვილი და მისი რეჟიმია, ეს პრობლემა არ მოგვარდება და სამწუხაროდ ხალხის ძარცვა არ დასრულდება“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს