ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები. ამის შესახებ ვენსმა Fox News Digital-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ „მომდევნო 100 დღეში ბევრი რამ ისე სწრაფად არ შეიცვლება“.

ინტერვიუს დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მშვიდობა და ომის დასრულება ორივე მხარეს სურს, რუსეთისა და უკრაინის პოზიციებს შორის უზარმაზარი უფსკრულია.

ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპის სურვილია კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან ყოველ კვირას სულ მცირე 5 000 ადამიამი იღუპება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია