ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, პაკისტანმა ყარაჩისა და ლაჰორის რეგიონებში საჰაერო სივრცე ერთი თვით დახურა

ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, პაკისტანმა ყარაჩისა და ლაჰორის რეგიონებში საჰაერო სივრცე ერთი თვით დახურა.

ქვეყნის საავიაციო სამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. პაკისტანის ხელისუფლების თქმით, ფრენების განრიგი დიდწილად უცვლელი დარჩება და ნაწილობრივი შეზღუდვების მიუხედავად, ფრენები, სავარაუდოდ, ჩვეულ რიტმში შესრულდება.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. შეზღუდვები 23 მაისამდე იმოქმედებს. ამასთან, ოფიციალურმა დელიმ პაკისტანელებისთვის ვიზები გააუქმა და თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა.

22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის რეგიონია, რომელზე პრეტენზიასაც ორივე მხარე აცხადებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს