ნიკა ჩიტაძე - ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა - „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ნიკა ჩიტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები დაბრუნდებიან“, ევროპა ჩვენს ღირებულებებს ებრძვის და ა.შ.

„პროდასავლური ძალების ბრძოლაა საჭირო. ყველასი, ვინც დღეს ნეგატიურად და კრიტიკულად არის განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გამოდის და საერთო ღირებულებები გვამოძრავებს. საჭიროა ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიანობა. არ უნდა იყოს კონკურენცია, თუ ვინ არის „ქართული ოცნების“ უფრო დიდი ოპონენტი. მეორე საკითხი არის სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ერთობა. ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ პოლიტიკოსები მისულან აქციაზე და ხალხი გამოსულა, პოლიტიკოსებს აქ რა უნდათ? ეს არ შეიძლება. პოლიტიკურ პარტიებს აძლევ ხმას ხომ? პოლიტიკური პარტიებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი იქ, სამოქალაქო საზოგადოებაც. ეს პრობლემაა, ერთიანობის არარსებობაა.

საერთო ჯამში ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში პრობლემები არსებობს ამ გზაზე. „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, იქნება ომი, საქართველო ჩაერთვება ომში, ბევრს ამის სჯერა. მეორე ის, რომ „ნაცები“ დაბრუნდებიან და ნახეთ, რას უშვრებოდნენ ხალხს. მესამე, ევროპა ჩვენს ღირებულებებს ებრძვის და ქართველობას გვართმევს, დედაეკლესიას ებრძვიან, პატრიარქს ებრძვიან.

გებელსი ამბობდა, რომ „რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო იჯერებს ხალხი“ და მეორე, „დაადანაშაულე შენი მოწინააღმდეგე შენს საკუთარ დანაშაულში“. თვითონ მოღალატეები არიან, იძახიან, რომ აფხაზებს და ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი. მაგრამ ვის ადანაშაულებენ? მოღალატეებს ეძახიან მათ, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს