ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია

ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი დრუზების თემის წევრებს დაიცავს.

„ისრაელმა გუშინ ღამით დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელა. არ დავუშვებთ (სირიის) ძალების განლაგებას დამასკოს სამხრეთით ან დრუზების თემისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმა დამასკოში, აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაას სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს, თუმცა სამიზნე არ დაუკონკრეტებიათ.

სირიის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

დრუზებსა და სუნიტ შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გამოიწვია გავრცელებულმა ჩანაწერმა, სადაც წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფენ. სუნიტი მებრძოლების ვარაუდით, ჩანაწერი დრუზი მამაკაცის მიერ არის გაკეთებული.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა