მარკო რუბიო - უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ

პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება, უკრაინას კი არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

„ეს ჩვენი ომი არ არის. ეს არის ომი, რომელიც ჯო ბაიდენის დროს დაიწყო. ის სამი წლის განმავლობაში გრძელდება. მათ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევიათ მის დასასრულებლად. ეს არის ომი, რომელსაც სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს: არსებითად, პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება; უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი მტკიცებით, ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

„ერთადერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან საუბარი და, იმედია, მათ შეთანხმებამდე მიყვანა, ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. და სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდა ის. ასი დღის განმავლობაში ის ცდილობდა მშვიდობის დამყარებას, მკვლელობების, სიკვდილიანობის, ნგრევის დასრულებას. თქვენ იცით, რომ უკრაინის - ამ ქვეყნის აღდგენა ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება“, - აღნიშნა რუბიომ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა