საქართველოს საბანკო ასოციაცია - EPP-ის რეზოლუცია პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტია და ბანკის მიმართ მოქმედების საფუძველი არ შეიძლება გახდეს - საუბარი „ქართუს“ SWIFT სისტემიდან გამოთიშვაზე, რეალობას არ შეესაბამება

საქართველოს საბანკო ასოციაცია „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციის რეკომენდაციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი პოლიტიკური შინაარსისაა და „არ შეიძლება გახდეს ბანკის მიმართ მოქმედების სამართლებრივი ან რეგულაციური საფუძველი“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი „ქართუს“ სვიფტ სისტემიდან გამოთიშვაზე არ შეესაბამება რეალობას.

„საქართველოს საბანკო ასოციაცია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ასოციაციის წევრ „ქართუ ბანკს“ და „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციის რეკომენდაციებს შეეხება, მათ შორის მოწოდებას „ქართუ ბანკის“ სვიფტ სისტემიდან გამოთიშვის შესახებ.

გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოცემული რეზოლუცია წარმოადგენს პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტს და ის არ შეიძლება გახდეს ბანკის მიმართ მოქმედების სამართლებრივი ან რეგულაციური საფუძველი, საუბარი „ქართუს“ SWIFT სისტემიდან გამოთიშვაზე არ შეესაბამება რეალობას.

„ქართუ ბანკი“ საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილია და იცავს როგორც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო რეგულაციებს.

აღნიშნული ფაქტის საფუძველზე პროგნოზების და ინტერპრეტაციების გავრცელებამ ადგილობრივი აქტორების და მედიის მიერ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოების მიერ რეალური სურათის აღქმას და გამოიწვიოს ბანკის ფინანსური ზიანი.“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქცირებაზე“. რეზოლუციაში ასევე საუბარია „ქართუ ბანკის“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გათიშვის მოწოდებაზეც.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე