თეა წულუკიანი - ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო - არცერთი ელჩი, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა ჩვენს სუვერენიტეტს

ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე, არცერთი ელჩი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყო.

„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ უკვე ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი საერთოდ არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით.

ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ელჩები, 2012 წლიდან დღემდე, ერთი ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, არცერთი სცემდა პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, იმ სისხლს, რომელიც თავისუფლების ბრძოლაში ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. ამ მართლა მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმის, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის