„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დროს მოკლულის მამამ, მიხეილ ართმელაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჯალათები უწოდა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ეს ტერმინი კომისიის დასკვნაში მოხვდება

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დროს მოკლული მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯალათები უწოდა, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „კარგი იქნება, თუ ეს ტერმინი კომისიის დასკვნაში მოხვდება“.

უფრო კონკრეტულად, მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა კადრებზე, სადაც მისივე თქმით, ჩანს, რომ კუდ-ის მაშინდელი უფროსი, დათა ახალაია „ავტომატს ისვრის და გარდაცვლილებს დასცინის“.

„ხელისუფლება იქცა ჯალათებად, რატომ დახოცა ხელისუფლებამ, ამაზე მაქვს გული გახეთქილი. დათა ახალაია დგება, დასცინის მკვდრებს, ავტომატს ისვრის და იცინის - კადრებშია ეს, ტელეფონშიც მაქვს ეს კადრები," - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით კი, მნიშვნელოვანია, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მოკლული მარად ართმელაძის სიმართლე.

„ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ მათ ჯალათებს ეძახით და კარგი იქნება, ეს ტერმინი სხვა კვალიფიკაციებთან ერთად დასკვნაში თუ მოხვდება. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შვილი აღიარებულ იქნა როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის