თამაზ ხუბუა - სოხუმის აეროპორტის ძირითადი მიზანი სამხედრო დანიშნულებისაა და მხოლოდ 1% ეკუთვნის ტურისტების მოზიდვას - რუსეთის მხრიდან ახალი არაფერი მომხდარა, სეპარატისტებისგან კი „სახელმწიფობანას“ თამაში გრძელდება

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ახალი არაფერი მომხდარა. სეპარატისტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ „სახელმწიფობანას“ თამაში გრძელდება, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც სოხუმსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ადამიანების სოციალური, პოლიტიკური და მატერიალური დაცვის საკითხებს მოემსახურება.

„ახალი არაფერი არ მომხდარა რუსეთის დამოკიდებულებაში ამ ოკუპირებულ ტერიტორიასთან - ხორციელდება ეკონომიკური ანექსიის მორიგი აქტი. 1-ელ მაისს მოსკოვსა და სოხუმს შორის პირველი ავიარეისი შესრულდა. 50- კაციანმა თვითმფრინავმა პირველი რეისი შეასრულა. დე-ფაქტო ადმინისტრაცია და მისი მომხრეები ძალიან პომპეზურად შეეცადნენ აღენიშნათ, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის გარე სამყაროსთან ურთიერთობის დაწყების ახალი ფაზა. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრებიც. 10- ბალიანი სისტემით 8-9 ბალი ამ აეროპორტის სამხედრო დანიშნულებას ეკუთვნის და 1% ტურისტების მოზიდვას. დე-ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მესვეურები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ეს აეროპორტი და ავიარეისები წამგებიანი იქნება. ტურისტისთვის ხელსაყრელია სოჭის აეროპორტიდან შევიდეს, ახლოსაცაა ტურისტულ ზონასთან და იაფიცაა. საეჭვოა, რომ მაინცდამაინც სოხუმში დაფრენით იყვნენ დაინტერესებულები ის ტურისტები, რომელთა შემოსვლაზეც ხმამაღლა ლაპარაკობენ სეპარატისტი ეკონომისტები. არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ადამიანების სოციალური, პოლიტიკური და მატერიალური დაცვის საკითხებს მოემსახურება. აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ახალი არაფერი მომხდარა. სეპარატისტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ „სახელმწიფობანას“ თამაში გრძელდება“, - განაცხადა თამაზ ხუბუამ.

ცნობისთვის, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შეასრულებს.

მათივე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე განახორციელებენ Ifly-ის ავიახაზები მოსკოვიდან და NordStar-ი მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე