CIU-სა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და დეკანოზი ნოე გუგუციძე, რომლებმაც ყურადღება ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

„დოკუმენტის მიხედვით, საპატრიარქოს განათლების ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან, 40%-იანი შიდა გრანტით ისარგებლებენ. თანამშრომლობა ასევე მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებს, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ აქტივობებსა და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს. გარდა მოსწავლეებისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების ცენტრის დირექტორებისა და პედაგოგებისთვის განახორციელებს გადამზადების პროგრამებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი.

შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი თემით - „სკოლიდან უნივერსიტეტამდე - გამოწვევები და მოლოდინები“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა თემით - „განვლილი პროექტების პრეზენტაცია“ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე თემით - „მშობლისა და მასწავლებლის როლი პროფესიის არჩევის გზაზე“.

ღონისძიების დასასრულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სემინარის „კარიერული ორიენტაცია და აკადემიური მზაობა“ - მსმენელები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას სასულიერო პირები, დირექტორები, პედაგოგები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო