ბანკი ქართუს განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ ევროპის სახალხო პარტიის ეგრეთ წოდებულ რეზოლუციას, ბანკი ქართუს მიმართ საერთაშორისო საბანკო სისტემებზე წვდომის შეზღუდვის მოწოდებასთან დაკავშირებით.

გარკვეული ძალები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს ბანკი ქართუს სანქცირებაზე, რომლის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

დაუშვებელია საფინანსო ინსტიტუტის მიმართ სანქცირების მექანიზმის გამოყენება ცალკეული პოლიტიკური ძალების ინტერესების გასატარებლად. ბანკი ქართუს SWIFT-ის და Visa/MasterCard-ის სისტემებიდან ჩახსნა დამაზიანებელი იქნება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ბანკისთვის, არამედ მისი ათასობით მომხმარებლისთვის და საქართველოს საბანკო სექტორისთვის ზოგადად, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს უწყვეტი ეკონომიკური ზრდა და საბანკო სისტემა დინამიურად ვითარდება.

ბანკი ქართუ განუხრელად იცავდა და კვლავ დაიცავს კანონმდებლობას, საერთაშორისო საბანკო პრაქტიკას და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან ბანკის დამფუძნებელი არ არის. ბანკის უშუალო დამფუძნებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს კანონმდებლობით ფონდი „ქართუდან“ სარგებელს ქართული საზოგადოების და ფონდის პროექტების ბენეფიციარების გარდა სხვა პირი ვერ მიიღებს.

ქვეყნის შიდა და გარე აქტორებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ბანკი ქართუს მიმართ დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებისგან, რომლის მიზანია პოლიტიკურ პროცესებთან დააკავშირონ ბანკი ქართუ და იგი ფინანსურად დააზარალონ. ბანკის წინააღმდეგ გავრცელებულ ყველა ბრალდებაზე და ცილისწამებაზე მოხდება სათანადო რეაგირება

ბანკი ქართუ ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს საბანკო საქმიანობას.

ბანკის ადმინისტრაცია

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს