მარკო რუბიო პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე - ეს დემოკრატია არ არის, ეს შენიღბული ტირანიაა

ეს დემოკრატია არ არის, ეს შენიღბული ტირანიაა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს მიერ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.

„გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალისთვის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს არ არის დემოკრატია, ეს შენიღბული ტირანიაა. რეალურად, ექსტრემისტული არა პოპულარული AfD-ია, რომელმაც არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრების საიმიგრაციო პოლიტიკაა, რომელსაც AfD-ი ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს“, - დაწერა რუბიომ X-ზე.

მარკო რუბიოს სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

„ეს დემოკრატიაა. ეს გადაწყვეტილება ჩვენი კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დასაცავად ჩატარებული საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების შედეგია. საბოლოო სიტყვას დამოუკიდებელი სასამართლო იტყვის. ჩვენ ისტორიიდან ვისწავლეთ, რომ მემარჯვენე ექსტრემიზმი უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

„ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული კონცეფცია რომელიც პარტიაში დომინანტურია, არ შეესაბამება თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს. მისი მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობის აღკვეთა, მათ მიმართ ისეთი მოპყრობა რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე