იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა კონფერენცია უნდა გაიმართოს, აქციებზე დაკავებულთა მშობლები აქციას მართავენ - მათ მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა კონფერენცია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლების აქცია მიმდინარეობს.

მშობლებს ხელში უჭირავთ მათი შვილების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, კერძოდ კი: ნინო გალუსტაშვილის, დავით მამისეიშვილის, თამარ მჭედლიშვილის, ნინო სახელაშვილის, ნათია გუდაძის და სხვების.

მშობლების განცხადებით, ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.

აქციაზე მყოფმა მშობლებმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესასვლელთან, სადაც მოსამართლეები შედიან, ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. ისმის შეძახილები: „არ გრცხვენიათ?“, „მონა, მონა“.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო