ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - ავსტრალიელმა ხალხმა ხმა ავსტრალიურ ღირებულებებს მისცა

ავსტრალიელმა ხალხმა ხმა ავსტრალიურ ღირებულებებს მისცა, - ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზმა მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ ქვეყნის ფედერალურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

„ამ გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ავსტრალიელებმა ხმა ოპტიმიზმსა და სიმტკიცეს მისცეს. ავსტრალიელებმა მთავრობად „ლეიბორისტული პარტია“ აირჩიეს. ჩვენი მთავრობა კი ავსტრალიურ გზას აირჩევს, რადგან ჩვენ ვამაყობთ იმით, ვინც ვართ“, - განაცხადა ენტონი ალბანეზმა.

ალბანეზის განცხადებით, ავსტრალიის „პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა მისი ცხოვრების უდიდესი პატივია“.

შეგახსენებთ, ავსტრალიის საყოველთაო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა მემარცხენე-ცენტრისტულმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა და ენტონი ალბანეზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს. ავსტრალიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის „ლეიბორისტულ პარტიას“ 150 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში 82 მანდატი აქვს მოპოვებული.

ოპოზიციური „ლიბერალურ-ნაციონალური კოალიციის“ ლიდერმა, პიტერ დატონმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და ალბანეზს გამარჯვება მიულოცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს