„ჰუსიტებმა“ ბენ გურიონის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაშავდა 6 ადამიანი

„ჰუსიტებმა“ იემენიდან ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის გამოც აეროპორტი ერთი საათით დაიხურა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

თავდასხმას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი გამოეხმაურა.

„ვინც არ უნდა დაგვაზიანოს, შვიდმაგად დავარტყამთ, - განაცხადა კაცმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა