ბენიამინ ნეთანიაჰუ აეროპორტზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმაზე რეაგირების საკითხზე მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს გამართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან, ისრაელ კაცთან და თავდაცვის უწყების სხვა მაღალჩინოსნებთან ონლაინ რეჟიმში შეხვედრას გამართავს მას შემდეგ, რაც „ჰუსიტებმა“ ბენ გურიონის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება პოტენციური რეაგირების გზები, მათ შორის ისრაელის მხრიდან იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე პირდაპირი დარტყმის განხორციელება.

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს საღამოს უსაფრთხოების კაბინეტს შეკრებს და ღაზაში სამხედრო კამპანიის გაფართოების, სირიაში მიმდინარე ბრძოლების, ჰუსიტების თავდასხმასა და სხვა საკითხებს განიხილავს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა