კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის დაზვერვამ ერთ დღეში მოწინააღმდეგის ორი მრავალფუნქციური „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურა და ეს ისტორიული მომენტი იყო, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავები ჩამოაგდეს ინფრაწითელი სამიზნით აღჭურვილი AIM-9 Sidewinder რაკეტებით, რომლებიც Magura-7 ტიპის უეკიპაჟო კატერებიდან გაუშვეს.

ბუდანოვის ინფორმაციით, თავდასხმის დროს გამოიყენეს Magura-7 ტიპის სამი კატერი, რომელთაგან ორმა თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა.

სოციალურ ქსელებში პირველი ჩამოგდებული „სუ-30“-ის ვიდეოები გავრცელდა, თუმცა, ბუდანოვის თქმით, მეორე ჩამოგდების ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს.

მისი ინფორმაციით, პირველი „სუ-30“-ის ეკიპაჟი გადარჩა და ისინი შავ ზღვაში სამოქალაქო გემმა ამოიყვანა. წინასწარი მონაცემებით, მეორე თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა.

„Magura-7-ზე [რაკეტების] რამდენიმე მოდელს ვიყენებთ, მაგრამ AIM-9 საუკეთესო შედეგებს იძლევა“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა