რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებაზე - ვაპირებ წასვლას და წერტილი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებას გეგმავს.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფიცომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვაპირებ 80 წლის იუბილეზე წასვლას და წერტილი“, - აღნიშნა ფიცომ.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

„დიდი უპატივცემულობაა, როდესაც ვინმე ეუბნება ქვეყანას, რომელმაც ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში და ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა: იზეიმეთ, შეგვიძლია დრონი ჩამოგიგდოთ. ამის ადგილი თანამედროვე პოლიტიკაში არ არის“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ფიცოს გარდა 9 მაისის აღლუმს დაესწრებიან: სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი, ბურკინა ფასოს პრეზიდენტი იბრაჰიმ ტრაორე, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!