დონალდ ტრამპი - რუსეთს უკრაინის მხოლოდ ნაწილი არ სურს, მას მთელი უკრაინა სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, რისი დათმობაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთს მოუწევს, მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა.

„რუსეთს მოუწევს მთელი უკრაინის დათმობა, რადგან ეს არის ის, რაც მათ სურთ. მე რომ არ ჩავრეულიყავი, ისინი ახლა მთელი უკრაინისთვის იბრძოლებდნენ. რუსეთს არ სურს მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ახლა აქვს, რუსეთს მთელი უკრაინა სურს და მე რომ არა, ისინი გააგრძელებდნენ ბრძოლას”, - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა მას არაერთხელ სთხოვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა, რადგან ის მათ ზარებს არ პასუხობს.

„იცით, ევროკავშირის ლიდერებმა რამდენჯერ მთხოვეს პუტინთან დარეკვა? იმიტომ, რომ ის მათ ზარს არ პასუხობს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს