ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, კურსკის ოპერაციამ, რომელიც 9 თვეა გრძელდება, მიზნების უმეტესობას მიაღწია და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ბუფერული ზონა კვლავ აქტუალურია.

„ამ (კურსკის) ოპერაციამ, რომელიც უკვე ცხრა თვე გრძელდება, თავისი მიზნების უმეტესობას მიაღწია. კურსკის ოლქში ჩვენი აქტიური მოქმედებების წყალობით, ჩვენ შევძელით მტრის შეტევითი კამპანიის თავიდან აცილება სუმისა და ხარკოვის ოლქებში. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ სასაზღვრო რაიონებში შექმნილი ბუფერული ზონა დღესაც აქტუალურია“, - წერს სირსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რიცხობრივად უპირატესი მტრის დამარცხება მხოლოდ არასტანდარტული სვლებითაა შესაძლებელი.

„კურსკის ოპერაცია ზუსტად ასეთი აღმოჩნდა. ეს მტრისთვის სიურპრიზი იყო. უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია კონტრშეტევა, მტრის დამარცხება და განდევნა, მათ შორის საკუთარ ტერიტორიაზე“, - განაცხადა სირსკიმ.

მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა კონკრეტული სამხედრო ქვედანაყოფებისა და კონკრეტული ჯარისკაცების დამსახურებით.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი