დაღესტანში შეიარაღებული პირები პოლიციელებს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი

დაღესტანში შეიარაღებული პირები პოლიციელებს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მაჰაჩყალაში შეიარაღებული პირების მიერ საგზაო პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი.

„ასევე, ორი მძიმედ დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დაღესტნის მეთაურის, სერგეი მელიკოვის განცხადებით, პოლიციელები ავტომობილის გაჩერებას ცდილობდნენ, როდესაც მათ მძღოლმა ცეცხლი გაუხსნა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს