ირაკლი კუპრაძე - ის, რაზეც კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ და სხვა პოლიტიკოსები მუშაობდნენ თვეების განმავლობაში, სრულდება ლოგიკური შედეგით - ეს არის ივანიშვილის სანქცირება და პერსონალური პასუხისმგებლობების დაკისრება

ის საკითხები, რაზეც კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“, საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია და სხვა პოლიტიკოსები მუშაობდნენ თვეებისა და წლების განმავლობაში, სრულდება ლოგიკური შედეგით - ეს არის ივანიშვილის სანქცირება და პერსონალური პასუხისმგებლობების დაკისრება, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ივანიშვილსა და მის რეჟიმს საქართველოს დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე მოუწევთ პასუხისგება.

„საქართველოს მოქალაქეებს გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. ეს დღესასწაული საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. დღეს ვნახეთ სამოქალაქო ცხოვრებაში ახალი მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია. პოლიტიკური პარტია და კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ მრავალგზის, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტით აშშ-ში, მაღალი პოლიტიკური რანგის შეხვედრებით მარტივი მოცემულობისთვის, რომ პერსონალური ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დაჰკისრებოდა ივანიშვილს და მის რეჟიმს, მის ბანდას, იმ ზეწოლისა და ძალადობისთვის, რაც ჩაიდინა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ეს არის ფიზიკური ანგარიშსწორება, სასამართლო სისტემის განადგურება, სახელმწიფო ინსტიტუტების დევნა, ოპოზიციის დევნა, ოპოზიციური ლიდერების დაკავებები, სისხლის სამართლის საქმეები და ასე შემდეგ. ამ ყველა დანაშაულზე, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ჩადის საქართველოს დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება. კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ დამტკიცება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ყველაფერს. ჩვენ ვმუშაობთ ამ პერსონალური სანქციების ბევრად უფრო გამკაცრებაზე, აუცილებლად მივიღებთ იმ სწორ შედეგს, რომელიც აიძულებს ივანიშვილს გახსნას მოლაპარაკებები, უკან დაიხიოს, ეს ქვეყანა გადაარჩინოს რუსულ გავლენის სფეროდ ქცევად.

გადამწყვეტი საკითხი, როგორც „მეგობარ აქტში“ ისე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარანტიების და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ანაკლიის პორტის მშენებლობაა ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი „მეგობარი აქტის“ მიღების. ის საკითხები, რაზეც კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“, საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია და სხვა პოლიტიკოსები მუშაობენ თვეებისა და წლების განმავლობაში სრულდება ლოგიკური შედეგით - ეს არის ივანიშვილის სანქცირება და პერსონალური პასუხისმგებლობების დაკისრება“, - აღნიშნა კუპრაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის