სერგეი ლავროვი - თითქმის მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ნაცისტური დროშის ქვეშ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს, რომელიც ნაცისტური დივიზიის შევრონებიან მებრძოლებს ხორცსაკეპ მანქანაში ყრის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თითქმის მთელი ევროპა ნაცისტური დროშის ქვეშ რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის ანტირუსულ რეჟიმს.

„ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიდი სამამულო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნის შენარჩუნება, რომლებმაც მოგვცეს მომავალი და ამჟამინდელი განვითარება და, დარწმუნებული ვარ, განვითარება მომავალი მრავალი ათწლეულისა და საუკუნის განმავლობაში, არამედ ისიც, რომ გვახსოვდეს დიპლომატიური გამოცდილება, იმ მოვლენების დიპლომატიური გაკვეთილები. ეს გაკვეთილები ფასდაუდებელია, მათ შორის და განსაკუთრებით ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც თითქმის მთელი ევროპა კვლავ ომს აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ, იარაღისა და ნაცისტური დროშების ქვეშ“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ევროპა ახლა მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს, რომელიც ნაცისტური დივიზიის შევრონებიან მებრძოლებს ხორცსაკეპ მანქანაში ყრის და რუსეთისთვის ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიყენებით იმუქრება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს