ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ვეწინააღმდეგებით

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ვეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.

„ჩინეთი ისრაელ-პალესტინის ამჟამინდელი ვითარებით შეშფოთებულია. ჩვენ ღაზაში მიმდინარე ისრაელს სამხედრო მოქმედებებს ვეწინააღმდეგებით“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს შეასრულებენ.

შეგახსენებთ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა, ინტენსიური იქნება და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის გადაადგილება მოხდება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში