ირაკლი კირცხალია - კოშმარი ის ძალაა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე, დიქტატის დამამყარებელი ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან! როცა კოშმარზე საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ!

კოშმარი ის ძალაა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე, დიქტატის დამამყარებელი ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან! როცა კოშმარზე საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ! - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი კირცხალია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ “MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას.

კირცხალიას შეფასებით, კანონპროექტის სახელწოდება - „MEGOBARI აქტი“ საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია.

აქვე კირცხალიამ აღნიშნა, რომ წინ სენატის მოსმენაა, შემდეგ პროექტს აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს და „ძალიან მალე გამოჩნდება, რამდენად მიჰყვება ტრამპი მისი მიერვე გაცხადებულ პოლიტიკურ კურსს“.

„MEGOBARI აქტის“ სათაურიც შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ამ აქტის ისტორიას, თუ საიდან შეიქმნა, რომელი კომისიები გაიარა, ვინ იყო საქართველოდან წარმომადგენელი და ე.წ. ცრუ დამსმენი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. შემდეგ ის სახელები და გვარები, ლობისტური ჯგუფები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ლობირებენ - ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი რაღაც ეტაპამდე მივიდა.

დაველოდოთ, რა განვითარება მოჰყვება. წინ სენატია, შემდეგ პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს. ვნახოთ, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია როგორ და რა ძალისხმევით მიჰყვება მის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას. ეს ძალიან მალე გამოჩნდება!" - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს